ამ წუთებში ხანძარია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ცეცხლი ტყის მასივს უკიდია.
როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები.
უწყების ინფორმაცით, ხანძრის სიახლოვეს დასახლებული პუნქტი არ არის.