კახეთში საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებული დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ნაწილი დაიწვა.
შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში მოხდა.
ხანძრის შედეგად განადგურებულია თავშესაფრის ჭერი, საოჯახო ტექნიკა და ავეჯი.
თვითმხილველების თქმით, ცეცხლი ერთ-ერთმა ადგილობრივმა შენიშნა, რის შემდეგაც ადგილზე სახანძრო ბრიგადა მივიდა.
წინასწარი ინფორმაციით, აალება ელექტრო სადენებიდან დაიწყო და მთელ სახლზე გავრცელდა.
rustavi2.ge