კანარის კუნძულებზე ძლიერ ტყის ხანძარს ებრძვიან. როგორც ცნობილია, ხანძრის ქრობას ხელს უშლის ქარი, კლიმატური პირობები და სიცხეები. ხანძარმა, რომელიც შაბათს დილით დაიწყო უკვე გაანადგურა 4 500 ჰექტარი და რამდენიმე სახლი.
კუნძულ ლა-პალმაზე მყოფ ადამიანებს, მოუწოდეს სახლები დაეტოვებინათ.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები და 400-მდე სამხედროა სხვადასხვა უწყებიდან მობილიზებული და ებრძვიან ხანძარს.
ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაახლოებით 4,255 ადამიანი ევაკუირებულია, მაგრამ სხვები უარს ამბობენ სახლების დატოვებაზე.
კანარის კუნძულების რეგიონალური მთავრობის პრეზიდენტის განცხადებით, ხანძრის გავრცელება შენელებულია, თუმცა ჯერ კონტროლს არ ექვემდებარება.