ხულოში, სოფელ საციხურში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
როგორც „გურია ნიუსს“ ადგილიდან თვითმხილველმა აცნობა, ხის სახლი, რომელშიც 7 ადამიანი ცხოვრობდა, სრულად დაიწვა.
ინფორმაცია „გურია ნიუსს“ ხულოს მერიაში დაუდასტურეს. მათი განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს შესაბამის დახმარებას გაუწვს და მათ ქირით დღესვე გაიყვანენ.
ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე ხუთი სახანძარო მუშაოდა. ხანძრის შედეგად, არავინ დასავებულა. ხანძარის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.