ლილოში ე.წ. ჩინელების ბაზარში ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით 1000 კვ.მ. და პროდუქციის ნაწილი.
“ჩაინა ლილო სითიში” ცეცხლი დაახლოებით 23:00 საათისთვის გაჩნდა. დამწვარია ათას კვადრატულ მეტრამდე ფართი და ათობით მაღაზია. ცეცხლის ჩაქრობას 90-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობდა.
ადგილზე მობილიზებული იყო 17 ავტოცისტერნა. ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.