კალიფორნიაში მზარდი ტყის ხანძარი საფრთხეს უქმნის გიგანტური სექვოიების უდიდეს კორომს იოსემიტის ეროვნულ პარკში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მეხანძრეები მუშაობენ რთულ რელიეფზე, რათა დაიცვან მსოფლიოში ყველაზე დიდი და უძველესი ხეები.
ხანძრის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა და ბანაკი ევაკუირებულია, ხოლო სქელმა კვამლმა გააუარესა რეგიონის ჰაერის ხარისხი და დაჩრდილა პარკის ულამაზესი ხედები.
ხანძარი, რომელიც 7 ივლისს დაიწყო, საფრთხეს უქმნის მინიმუმ 500 გიგანტურ სექვოიას მარიპოზას გროვში, მათ შორის ცნობილ გრიზლის გიგანტს, რომელიც დაახლოებით 3000 წლისაა.