ოზურგეთში, მეუფე იოსების რეზიდენციის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, დამწვარია რეზიდენციის მეორე სართული _ მონაზონთა საცხოვრებელი კელიები.
როგორც “გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
“ოზურგეთში, 9 აპრილის ქუჩაზე, მეუფე იოსების რეზიდენციის ტერიტორიაზე ცეცხლი გაუჩნდა დედაოების განკუთვნილ საცხოვრებელ სახლს. 3 ეკიპაჟი მუშაობდა, არავინ დაშავებულა, ხანძარი ლიკვიდირებულია”, _ გვითხრეს უწყებაში.