საბერძნეთი ხუთ მასშტაბურ ხანძარს ებრძვის. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ოფიციალური პირები დედაქალაქ ათენიდან ჩრდილოეთით სულ რაღაც 30 კილომეტრში მდებარე ძლიერ დაზარალებულ რეგიონში მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებენ.
შეშის სუნი ათენის ცენტრამდეც გავრცელდა. საბერძნეთმა ევროკავშირს დახმარება სთხოვა გავრცელებული ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად.
მიმდინარე საგანგებო მდგომარეობა ძლიერი სიცხის ტალღის ფონზე ვითარდება. კვირას ტემპერატურა, სავარაუდოდ, + 44 გრადუსს მიაღწევს.
„დაშავებული მეხანძრეები გვყავს, ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია, ქონება დაიწვა და ტყის მასივები განადგურდა“, – განაცხადა საბერძნეთის კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, გიანის კეფალოიანისმა.
































































