დღეს სამტრედიაში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა დღეს სამტრედიაში, ჭანტურიას ქუჩაზე. მერაბ ჩხაიძის ეზოდან ამომავალი შავი კვამლი მეზობლებმა და გამვლელებმა შენიშნეს და განგაში ატეხეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, იმ დროს სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ხანძრის შესახებ ქუჩიდან შეიტყვეს. ხანძარი ,სავარაუდოდ, სხვენშია განაჩენილი ელექტრო სადენებისაგან. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა მთელ სახლში, მიუხედავად იმისა, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები გამოძახებიდან მალევე მოვიდა, ცეცხლის სწრაფი გავრცელების გამო, საცხოვრებელი სახლის ძირითადი ნაწილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სახურავი, დაახლოებით, 5 წუთში ჩაინგრა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები, შს რაიონული სამმართველოსა და საპატრულოს ეკიპაჟები.