თბილისში, მოსკოვის გამზირზე, კერამიკის ქარხნის ტერიტორიაზე საბურავები, პენოპლასტი და ჯიხური დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო ჯგუფი. დამწვარია 130 კვ. მ.