თბილისში, ძმობის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა.
ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.
ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების გადმოცემით, ცეცხლი სამსართულიან კერძო საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, რის შემდეგაც ხანძარი გვერდით მდგარ სახლზეც გავრცელდა.
მეხანძრე-მაშველმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.