თბილისში, გლდანის მე-2 მიკროში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულზე ცეცხლი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ცეცხლის შედეგად დამწვარია საოჯახო ნივთები – 60 კვ. მ. ფართი.
შემთხვევის ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი
ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსის მე-9 სართულიდან 4 მოქალაქე გამოიყვანეს. მათ შორის, 2 მცირეწლოვანი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.