ცოტა ხნის წინ, ხანძარი იყო თბილისში. ცეცხლი ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონის მეორე კვარტალში მდებარე 9 სართულიანი შენობის მეშვიდე სართულზე, საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.
როგორც “გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად 2 ოთახი დაიწვა.
“ცეცხლი გაჩნდა 9 სართულიანი კორპუსის მეშვიდე სართულზე, დაიწვა 2 ოთახი, დაახლოებით 20-25 კვადრატული მეტრი. დაშავებული არავინ არ არის”,_ ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა, თუმცა ხანძრის გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ამას გამოძიება დაადგენს.
ავტორი