ხანძარი ვარკეთილში. ცეცხლი ცოტა ხნის წინ 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივანზე გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.
როგორც “გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად განადგურდა აივანზე დაწყობილი საყოფაცხოვრებო ნივთები.