ამ წუთებში ხანძარია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთში.
როგორც “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა სოფელ ზემოხეთში სერგო კოტრიკაძემ უთხრა, თავისი ძმის ეზოში დამხმარე ნაგებობა იწვის.
“იწვის ე.წ. კუხნა, რომელიც საცხოვრებელი სახლისგან მოშორებით დგას. ხანძარი სახლზე არ არის გადასული. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები”, _ გვითხრა სერგო კოტრიკაძემ.