ხანძარმა გაანადგურა საბერძნეთის უდიდესი მიგრანტთა ბანაკი, კუნძულ ლესბოსზე. მომხდარის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, დაახლოებით 25 მეხანძრე 10 ძრავით ებრძოდა ცეცხლს.
ხანძრის გაჩენაში ზოგი ადანაშაულებს მიგრანტებს, ზოგი კი ბერძენ ადგილობრივებს.
ხანძრის შედეგად ათასობით ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა და ხელისუფლება მათთვის თავშესაფრის პოვნას ცდილობს.