დასასვენებელ ცენტრში ხანძრის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ცენტრში 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
ქალაქის მერის განცხადებით, ცეცხლის გაჩენა შენობაში გათბობის ქვაბის აფეთქებამ გამოიწვია.
როგორც ცნობილია, შემთხვევა პორტუგალიაში, ქალაქ ტონდელას სიახლოვეს მოხდა.