ხანძარს მამა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილაში მოხდა.
„ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ხანძრის შესახებ როდესაც გავიგეთ, სახლი თითქმის მთლიანად დამწვარი იყო და იქ მყოფი ადამიანების გამოყვანა შეუძლებელი იყო”, – განაცხადა ერთ-ერთა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა.
ხანძრის შედეგად მამა–შვილი, 82 წლის მამა და მისი 58 წლის ქალიშვილი გარდაიცვალნენ. ისინი სახლში მარტო ცხოვრობდნენ. ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული.