წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილ სანატორიუმ ,,მეგობარში” გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილები 65 წლამდე ქალები არიან. არსებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ მაშველებს, ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდათ.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლით მიმდინარეობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.