საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ იოჰანესბურგში მოხდა.
როგორც BBC იუწყება, ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი 5 სართულიან კორპუსში.
გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში ძირითადად იმიგრანტები ცხოვრობდნენ.