წუხელ, ღამის 3 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში უბედური შემთხვევა მოხდა _ 90 წლის მოხუცებული კ.ვ. საცხოვრებელ კოტეჯში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა.
შემთხვევის ადგილზე მისულ სახანძრო-სამაშველო სამსახურს კოტეჯი დამწვარი, მოხუცი კი კოტეჯში უკვე გარდაცვლილი დახვდა.