ლანჩხუთში, სოფელ ხაჯალიაში ხანძრის შედეგად ავთანდილ ჩხაიძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი განადგურდა. ოჯახი სოციალურად დაუცველია.
როგორც ლანჩხუთის მერიაში ამბობენ, ჩხაიძეების ოთხსულიან ოჯახს, რომელიც მესამე ბავშვის მოლოდინშია, მუნიციპალიტეტი ქირავნობის პროგრამაში ჩასვამს და შესაბამისი პროგრამის ფარგლებში დაეხმარება.





























































