ხანძრის შედეგად თბილისში 69 წლის მამაკაცი დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ვაზისუბნის დასახლებაში, საცხოვრებელი სახლის მე-8 სართულზე გაჩნდა.
მაშველებმა კორპუსის მე-9 სართულიდან 4 ადამიანი უვნებლად ჩამოიყვანეს.
ღია ცეცხლი მე-9 სართულზეც გავრცელდა, თუმცა, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხეს. დამწვარია 40 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი. ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.