იტალიაში, ვერონის მახლობლად, პატარა ქალაქ კასტელნუოვო დელ გარდაში მდებარეობს ევროპის ყველაზე დიდი გასართობი პარკი “გარდალენდი”, რომლის ფართობიც 50 ჰექტარზე მეტია.
სწორედ “გარდალენდის” დიდ ოკეანარიუმში ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატი ე.წ. ფრი-დაივერთა შორის სახელწოდებით – “ყველაზე ხანგრძლივი წყალქვეშა კოცნა”.
ფრი-დაივერები წყალქვეშ აპარატურის გარეშე, მხოლოდ სუნთქვის შეკავების ხარჯზე ჩადიან.
გაიმარჯვა იტალიელ “მკოცნელთა” წყვილმა – მარიჩამ და ბონინმა.
მყვინთავებმა პრიზიც მოიგეს და პარალელურად მსოფლიო რეკორდიც დაამყარეს – 5 წუთი და 35 წამი.