“იმერული რექვიემი”_ ასე ეწოდება რეზო კლდიაშვილის პიესას, რომლითაც ხარაგაული 20 ივნისს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე წარდგება. ხარაგაულის თეატრი რეპეტიციებს ოთხი თვეა, აქტიურ რეჟიმში გადის. ამ ეტაპზე მუშაობა სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებასა და მხატვრობაზე მიდის. სპექტაკლს მხატვრულად გაიოზ შუბითიძე გააფორმებს, მუსიკალურ მხარეზე ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი, ანუშკა ჩხეიძე იმუშავებს.
სპექტაკლი ,,რექვიემი” ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბინადრებზეა. 90- იან წლებში, როდესაც საავადმყოფო დაიხურა, ეს ადამიანები გარეთ თავშესაფარის გარეშე დარჩნენ. გადარჩენის ყველამ სხვადასხვა გზა აირჩია.
„როგორ განვითარდება მოვლენები და რა პიროვნული ტრაგედიების მომსწრეები გავხდებით სპექტაკლის მანძილზე და რატომ იქცევა ყველაფერი ,,იმერულ რექვიემად”, ამას სპექტაკლის ხილვის დროს მივხვდებით”.- აღნიშნა ,,გურია ნიუსთან” საუბრისას განაცხადა ხარაგაულის თეატრის რეჟისორმა, ირინე ჩხეიძემ., _ ,,გურია ნიუსთან” საუბრისას განაცხადა ხარაგაულის თეატრის რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ.