ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლაში დღეს ორი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი.
სალომე ბერაძეს და ალექსი ბერაძეს გზა დაულოცეს სკოლის დირექტორმა, ეთერ პაპავამ და კლასის დამრიგებელმა, ხათუნა ბერაძემ.
ალექსი ბერაძე ოქროს მედლის კანდიდატია. ღონისძიებაზე მივიდა და კურსდამთავრებულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა.
მარინა ვეფხვაძემ ,,გურია ნიუსთან” კომენტარი გააკეთა:
“ხიდრის საჯარო სკოლამ ძალიან ლამაზი ღონისძიება მოუწყო თავის ორ მეთორმეტე კლასელს. საღამოს გამრავალფეროვნებაში მონაწილეობა მიიღეს მეთერთმეტე კლასელებმა. იყო ბევრი ღიმილი, წარსულის გახსენება, ცრემლი, სიყვარული და კეთილი სურვილები. მიხარია, რომ წელს ხიდრის საჯარო სკოლაში 10 პირველკლასელია დარეგისტრირებული.”
ავტორი