12 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ხარაგაულში ყოველთვის განსაკუთრებული სამზადისია ამ დღის მოლოდინში. გადმოცემის თანახმად, რკინის ჯვარი ხარაგაულის ერთ-ერთ უმაღლეს მთაზე სწორედ ამ დიდი წმინდანის შემობრძანებას უკავშირდება და ყოველწლიურად იქ უამრავი მომლოცველი მიდის მოსალოცად. მაცხოვრის პირველი მოციქული, პეტრე მოციქულის ძმა, საქართველოში უფლის მცნებების საქადაგებლად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დავალებით გამოემართა.
წმინდა ანდრია პირველად საქართველოს ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ჰქონდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი. წმინდანი საბერძნეთის ქალაქ პეტრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მისი ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ორჯერ, 12 მაისს და 13 დეკემბერს აღნიშნავს.