დღეს, 3 დეკემბერს, ხარაგაულის ისტორიაში პირველად გაიმართა ,,ხარაგაულელობა”.
ხარაგაულობის დღესასწაულზე, ხარაგაულის სავიზიტო ბარათი, ახლად რეაბილიტირებული დევების მონუმენტი და მიმდებარე სკვერი ოფიციალურად გაიხსნა.
საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, მხარის გუბერნატორი, ზვიად შალამბერიძე , საჩხერე – ჭიათურა- ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
დევების და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციის პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. ,,
ხარაგაულელობის” დღესასწაული კინოთეატრის შენობაში გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდება.
ავტორი