რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა.
ადგილობრივი დასაქმებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად მძიმედაა დაშავებული სამი მუშა.
შეგახსენებთ, რომ მუშები რამდენიმე დღის წინ შრომითი უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას აპროტესტებდნენ, რის შემდეგაც ადგილზე შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტი ჩავიდა.