არსებული ინფორმაციით, “ხარება” კლინიკაში გადაიყვანეს. ტვ პირველის ინფორმაციით, მას მხრის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული.
ექიმი, რომელმაც ზვიად ხარაზიშვილის დაზიანებები დაათვალიერა, ამბობს, რომ მასზე დაკვირვება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
“მოტეხილობა არ ჰქონია, თუმცა რამდენიმე მყესის დაზიანება აქვს, მაღალი ხარისხის, მხრის სახსრის დაზიანებაა. მე სხვა ინფორმაცია არ მაქვს, ანამნეზი, საიდან, როგორ მიიღო, ვერ გეტყვით“, – ამბობს “ავერსის” კლინიკის რადიოლოგი, სოფო მიქიაშვილი.