ხარების დღესასწაული დღეს ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში აღინიშნა.
სამტრედიაში, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩაატარა ხონი-სამტრედიის ეპარქიის მმართველმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა, მეუფე საბამ.
მრევლი მიტროპოლიტის ლოცვასა და ქადაგებას ტაძრის ეზოში ისმენდა.
ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია ქრისტიანულ ეკლესიაში. ლუკას სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა მარიამ ღვთისმშობელს ახარა, რომ იგი შობდა იესო ქრისტეს, ძეს ღვთისას.
ქრისტოლოგიაში ხარების დღესასწაული ითვლება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად, საუკუნეების განმავლობაში დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.