ხარკოვის რეგიონში პოლიციამ 2 რუსული ტანკი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას ukrinform ავრცელებს.
„ქალაქი დერჰაჩი დროებით მტრის კონტროლის ქვეშაა, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იქაც მტრის მანქანები იწვის. უკრაინის სამხედროები, ეროვნული გვარდია, პოლიცია, ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფები, მოქალაქეები არასოდეს დათანხმდებიან უკრაინის ოკუპაციას. ყველა ჩვენგანი დავამარცხებთ მტერს, თუნდაც იმ ტერიტორიებზე, სადაც აგრესორი სახელმწიფო დროებით შევიდა“, – ნათქვამია ანგარიშში.
[sexy_author_bio]