უკრაინის ქალაქ ხარკოვის ზოოპარკიდან, აფრიკული კამეჩების ევაკუაციის დროს, რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ზოოპარკის თანამშრომლებსა და მოხალისეებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები. – ამის შესახებ ინფორმაციას facebook-ზე ზოოპარკის მფლობელმა, ოლეკსანდრ ფელდმანმა გაავრცელა.
როგორც ზოპარკის ხელმძღვანელი აცხადებს, შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი მოხალისე, 15 წლის ბიჭი დაიღუპა.
“გარდა ამისა, ოკუპანტების მიერ სროლის შედეგად, მძიმე დაზიანება მიიღო კიდევ ორმა ადამიანმა. ექიმები მათი სიცოცხლის გადასარჩენად ამ დრომდე იბრძვიან. დაღუპული 15 წლის ბიჭი ცხოველების ევაკუაციასა და გამოკვებაში მშობლებს ეხმარებოდა. ეს გმირი ბიჭუნა ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება”. – ამბობს ფელდმანი.
გასულ თვეში ხარკოვის ზოოპარკის 2 თანამშრომელი, რომლებიც მარტში ქალაქის დაბომბვის დროს ადგილზე დარჩნენ, რათა ცხოველები გამოეკვებათ, მოკლული იპოვეს. ზოოპარკის განცხადების მიხედვით, მათ ოკუპანტებმა ესროლეს. ოფიციალურ განცხადებაში არ წერია, თუ როდის დაიღუპნენ თანამშრომლები, თუმცა, მათ მარტის დასაწყისიდან ეძებდნენ.