უკრაინაში ლიკვიდირებულია ცნობილი ბურიატი სამხედრო, ვაგნერელების დაჯგუფების წევრი, ვლადიმერ ანდანოვი. ის სავარაუდოდ სნაპიერის ტყვიას ემსხვერპლა. ანდანოვის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას Telegram არხები და ბურიატიის საზოგადოება ადასტურებს. რუსული მედიის ცნობით, ის ხარკოვთან მოკლეს.
ტელეგრამ არხებზე წერია, რომ ოკუპანტი ვლადიმერ ანდანოვი წავიდა “კონცერტზე კობზონთან” ტერიტორიის დაზვერვის დროს, რა დროსაც მოკლეს
ანდანოვი, იგივე „ვაჰა“ ცნობილი 2014 წელს გახდა. ის მოხალისედ გაემგზავრა დონბასში, მონაწილეობა მიიღო დებალცევესთვის ბრძოლებში და ლოგვინოვოში უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯაში. მისი სახელი და გვარი შედის მონაცემთა ბაზაში – „მშვიდობისმყოფელი“, სადაც რასისტების ყველა სამხედრო დანაშაულია აღრიცხული.
ანდანოვმა მოკლა დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობა და ამის შემდეგ წავიდა სირიაში. ჯალათი გახდა ვაგნერის PMC-ის დაქირავებული და რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, კვლავ წავიდა სისხლიანი დიქტატორისთვის საბრძოლველად.
ოკუპანტის გარდაცვალება უკვე დაადასტურა ბურიატიაში მდებარე რუსულმა ორგანიზაცია “საბრძოლო ძმობამ”. დეპარტამენტის უფროსმა თქვა, რომ გეგმავენ რაშისტების ცხედრის ბურიატიაში გადატანას.
ავტორი