ხაშოგი საშიში ისლამისტი იყო. ამას BBC-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის პრინცი თეთრ სახლთან საუბარში ამბობს.
ჯამალ ხაშოგის ოჯახი უარყოფს, რომ ის მუსლიმთა საძმოს წევრი იყო.
ცნობისთვის, THE WASHINGTONPOST-ის ჟურნალისტი სტამბოლში, საუდის არაბეთის საელჩოში 2 ოქტომბერს შევიდა და გაუჩინარდა.
რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ საუდის არაბეთმა დაადასტურა, რომ ჟურნალისტი, რომელიც საუდის არაბეთის პოლიტიკას აკრიტიკებდა, საელჩოში დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ხელისუფლებამ ჟურნალისტ ხაშოგის გაუჩინარებაში ეჭვმიტანილი პირები გამოავლინა, რომელთაგან ერთ-ერთს კავშირი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრესთან, მუჰამედ ბინ სალმანთან აქვს. თუმცა, საუდის არაბეთი სამეფო ოჯახის მომხდართან კავშირს უარყოფს.
ჯამალ ხაშოგის ცხედარი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის. მხარეები საქმეს ერთობლივად იძიებენ.
ამავე თემაზე:
„მასობრივი შოკია“_საუდის არაბეთის საკონსულოში დაღუპული ჟურნალისტის საცოლე
„ვინ გასცა მკვლელობის ბრძანება?“_თურქეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთს
„არ ვიცით, სად არის ცხედარი“ _ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი