ხაშურის სოფელ ცედანში ხანძრის ლოკალიზაციისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამატებითი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ტყის ხანძრების სპეცტექნიკის გაზრდილი რაოდენობა. ტყის ხანძრების სპეცტექნიკა რთულ რელიეფზე გადაადგილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ვითარების გართულების შემთხვევაში ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ვერტმფრენი. ამ დროისთვის, ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას.
შეგახსენებთ, რომ ხაშურის სოფელ ცედანში ფოთლოვანი ტყის საფარი იწვის. ადგილზე რჩება 220 მეხანძრე-მაშველი. ამ დროის მონაცემებით 10 ჰექტრამდე ფართობია დამწვარი.