ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხაშური-სურამის მონაკვეთზე _ ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელიც ავტობანის შემოვლით გზაზე მოძრაობდა, ხრამში გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსში მყოფმა თვრამეტივე მგზავრმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.
სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: რუსთავი2