“ვადამდელი არჩევნები აუცილებლად უნდა იყოს, ნამდვილად ჩატარდება, ესენი დიდხანს ვერ შეძლებენ შეინარჩუნონ ძალაუფლება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების ნება, რასაც გულისხმობს თავისუფალი არჩევნები, დარწმუნებული ვარ, მასობრივი პროტესტით იქნება მიღწეული.
“პოლარიზებული გარემო კი არ არსებობს, არსებობს რეჟიმი, რომელიც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებს. ვადამდელი არჩევნები აუცილებლად უნდა იყოს, ნამდვილად ჩატარდება. ესენი დიდხანს ვერ შეძლებენ შეინარჩუნონ ძალაუფლება, ამიტომ საქართველოს მოქალაქეების ნება, რასაც გულისხმობს თავისუფალი არჩევნები, დარწმუნებული ვარ, მასობრივი პროტესტით იქნება მიღწეული. რაც შეეხება ახლა მთავარ საკითხს _ გადასარჩენია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე”, _ განაცხადა დეკანოიძემ.
[sexy_author_bio]