პარლამენტის ოპოციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ აიღოს პასუხისმგებლობა და გაათავისუფლოს ნიკა გვარამია.
დეკანოიძემ ეს მოწდება, სააპელაცო სასამართლოს ეზოში გააკეთა, სადაც ცოტახნის წინ მოსამართლეთა კოლეგიამ თბილისის საქალაქო სამართლოის გადაწყვეტილება ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ძალაში დატოვა.
“პირდაპირ წერია 12 პუნქტში, რომ მედიათავისუფლებისთვის არის ნიკას თავისუფლება უმნიშვნელოვანესი. ამიტომ ახლა მე გავარგძელებ ჩემს მოწოდებას მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ნიკას დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. მინდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ღიად მოვუწოდო, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და ნიკა გვარამია გაათავისუფლოს. იმიტომ, რომ ეს არ ეხება მხოლოდ მის პოლიტიკურ შეხედულებებს,” – განაცხადა დეკანოიძემ.
ავტორი