“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარტია დატოვა.
აღნიშნული განცხადება დეკანოიძემ “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.
“პოლიტიკიდან არ ვაპირებ წასვლას. როდესაც ოფიციალურად დადგება ასეთი გადაწყვეტილება, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლები შეიძლება გავაკეთო მიშასთვის ან ნიკასთვის. ჩემთვის ეს პრინციპის და ღირსების საკითხია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.