“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურიაში ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, რომ მათ მხარდამჭერებს აშინებდნენ და ფულსაც აძლევდნენ.
“გურიაში, ერთ-ერთ უბანზე საარჩევნო კომისიის წევრი და წარმომადგენელი “ევროპული საქართველოდან“ 8 საათზე „დაიღალნენ“ და სახლში წავიდნენ.
როგორ შეიძლება რეალობაში მოხდეს, რომ ერთ უბანში ორივე იღლება და 8 საათზე მიდის სახლში?! ორივეს წნევამ აუწიოს, ორივე წავიდეს დასაძინებლად და ვეღარ იპოვო? ეს შეიძლება შემთხვევითობა იყოს? ამ ადამიანებს, შეიძლება, წინასწარ მოელაპარაკნენ, შეიძლება, ფულიც მისცეს… არ ვიცი, რა მოხდა სინამდვილეში.
ბევრი ფაქტი მაქვს, როცა ჩვენი წევრები და წარმომადგენლები საარჩევნო უბნებში „გადაიღალნენ“. მთელი საქართველოს მასშტაბით უამრავი “ევროპელი“, “ლელოელი“, “ნაციონალი“ და ა. შ. „გადაიღალა“. “ქართული ოცნება“ იმითაც იყო დაკავებული, რომ სხვა პარტიების წარმომადგენლებს დასდევდა, აშინებდა, ფულს აძლევდა”, _ ამბობს ხათუნა გოგორიშვილი.