საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ სახელმწიფოს და პირველ რიგში, საგამოძიებო ორგანოების ძირითადი ამოცანაა, უმოკლეს ვადებში ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა ხდება ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით.
„როდესაც მე ვსაუბრობ, რომ პოლიტიკურ შეფერილობას, სამწუხაროდ, იძენს ჩვენს ცხოვრებაში ტრაგიკული შემთხვევები, სწორედ ამას ვგულისხმობ. მეგობრებო, მიმდინარეობს გამოძიება. თუ კითხვები მიჩნდება მე ამ კითხვებს ვუსვამ ჩემს კოლეგებს და ეს არ არის ის კითხვები, რომლებიც სანამ ეს ტრაგედია ჯერ კიდევ ცხელია და სანამ გამოძიების პროცესი არ დასრულებულა, საჯაროდ გამოვიტანოთ. ჩვენი ამოცანაა ახლა, ყველამ ხელი შევუწყოთ გამოძიებას. გამოძიება რომ დასრულდება და გამოძიების შედეგი რომ იქნება, შემდგომ შეიძლება უკვე ამ გამოძიების ყველა მხრიდან შეფასება, მაგრამ ის რაც ახლა ხდება, სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. არასამართლიანი კი არა, ამორალურია ეს ყველაფერი. ყველანაირ ფასეულებებს მიღმაა,“- განაცხადა პრემიერმა.