ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში 30 წლამდე კაცს ეძებენ, – ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
სოფელ ნაქალაქევში მცხოვრები 28 წლის კაცის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთვებიან. აღნიშნულის შესახებ “სამხრეთის კარიბჭესთან” ადგილობრივები ყვებიან. სამძებრო ღონისძიებები სოფელ თმოგვიდან დაახლოებით ორ კილომეტრში მიმდინარეობს, სწორედ აქ არის გაჭიმული ბაგირი, რომელსაც ადგილობრივები მტკვრის მეორე მხარეს გადასასვლელად იყენებენ.
ერთ–ერთი ადგილობრივის თქმით, 28 წლის ბიჭი მტკვარზე გადასვლას, ბაგირზე დაკიდებული კალათს გარეშე ცდილობდა, წყალშიც სწორედ ამ დროს ჩავარდა.
“კალათი მეორე მხარეს იყო, არ გამოითრია და ბაგირზე ხელებით ჩამოეკიდა. ფერმიდან ხედავდნენ როგორ ჩავარდა ბიჭი წყალში”, – ამბობს მოქალაქე სამხრეთის კარიბჭესთან” საუბრისას.
ადგილზე მყოფების უმეტესობა კი ამბობს, რომ 28 წლის ბიჭის ჩავარდნის ფაქტი არავის დაუნახავს, შესაბამისად, არც ის იციან ნამდვილად წყალში ჩავარდა, თუ სხვა მიმართულებით წავიდა.
წყარო: “სამხრეთის კარიბჭე”