რამდენიმე წუთის წინ საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) რეზოლუცია მიიღო.
იგიდოკუმენტით მოითხოვს, რომ მიმდინარე წლის აპრილამდე ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 114-მა წევრმა, 13 წინააღმდეგი იყო.
” PACE საქართველოს ოფიციალურ პირებისგან დაჟინებით მოითხოვს ინკლუზიური პროცესის დაუყოვნებლივ ინიცირებას ყველა ჩართული პირისა და სოციალური აქტორების ჩართულობით, მათ შორის მმართველი უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების, რათა სასწრაფოდ პასუხი გაეცეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებულ ნაკლოვანებებსა და დარღვევებს, და შეიქმნას საარჩევნო გარემო, რომელიც საჭირო საარჩევნო გარემოს შექმნის ნამდვილად დემოკრატიული ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც მომდევნო თვეებში უნდა გამოცხადდეს“, _ ნათქვამია დოკუმენტში.