“ქართული ოცნების” დეპუტატები აკაკი ზოიძე და ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაუპირისპირდნენ. ხმაური სლოტ კლუბებში თამბაქოს მოწევის შესაძლო დაშვების საკითხის განხილვას მოჰყვა.
სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილი პრინციპულად შეეწინააღმდეგება ამ საკითხს.
„საკუთარ ლოგიკას ეწინააღმდეგებით. პატარაში თუ რჩება აკრძალვა, დიდში რატომ არ რჩება? ნუ აკეთებთ ამ საქმეს, გეუბნებით მე თქვენ. კაკი, ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს“, – მიმართა გოგიჩაიშვილმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს და დეპუტატ ლევან კობერიძეს, რაზეც აკაკი ზოიძემ უპასუხა- „ნუ ეჭიდავებოდა რაღაც სისულელეზე“.
აკაკი ზოიძის განცხადებით, მიზანი არის ის, რომ პატარა სლოტ-კლუბები შეიზღუდოს.
„ყველა კორპუსის ქვეშ არის და პატარა ბავშვები შედიან. ეს არის მოტივაცია, რომ იყოს მხოლოდ დიდი სლოტ-კლუბები, სადაც უცხოელები მიდიან. ეს იქნება არაპირდაპირი შედეგი, თუმცა ჩვენი მოტივაცია ეს არ არის“, – განაცხადა ზოიძემ.
სხდომაზე სიტუაცია კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განმუხტა.
შეგახსენებთ, რომ შესაძლოა, სლოტ-კლუბებში თამბაქოს მოწევა დაშვებული გახდეს.