ამ წუთებში დედები მარშით უერთდებიან რუსთაველის პროსპექტზე აქციის მონაწილეებს.
“ხელი გაუშვით, ჩემი შვილია“! “შვილი მონობაში ცხოვრებისთვის არ გამიჩენია“! “ნუ ძალადობ“! “ნუ ცემ“! _ ამ შეძახილებით და პლაკატებით დედები უკანონო დაჭერებს, ძალოვანების მხრიდან დარბევას და ცემას ევროინტეგრაციის შეჩერებას აპროტესტებენ.