“ოცნების” მიერ რუსული კანონის მეორედ მოსმენის შემდეგ ოპოზიცია საგანგებო განცხადებას აკეთებს. ოპოზიზიონერი დეპუტატები ამბობენ, რომ თუ დღეს აქციის რომელიმე მონაწილეს რამე დაემართება, ეს კობახიძის და იმ 83 დეპუტატის პასუხისმგებლობა იქნება, ვინც კანონს მხარი დაუჭირა.
…ხელი მოაწერა სახელმწიფოს ღალატს. 1 საათით ადრე, ირაკლი კობახიძემ დააანონსა სასტიკი მოპყრობა ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში იმიტომ, რომ მან ტყუილები ილაპარაკა და მან დახატა რევოლუციური სცენარი, რომელიც არ არსებობს. გარეთ მყოფი თითოეული ადამიანი არის ამ ქვეყნის სადარაჯოზე, ევროპული არჩევანის სადარაჯოზე, ამიტომ რომელიმე მათგანს რამე რომ დაემართოს დღეს, პერსონალურად ირაკლი კობახიძე და ეს 83 ადამიანი აგებს პასუხს. ახალგაზრდებს კიდევ მივმართავ, იყავით მედგრად, მშვიდობიანად და მტკიცედ, – ამბობს თამარ კორძაია.