ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა ამერიკის მიერ ირანის “ქუდსის” სპეცდანიშნულების მეთაურის, კასემ სულეიმანის ლიკვიდაცია ადამიანის ხელის დაკარგვას შეადარა და ვაშინგტონს დაჰპირდა, რომ იგი მომხდარს უპასუხოდ არ დატოვებს.
“გენერალ სულეიმანის შემთხვევაში, თქვენ ხელი მოგვჭერით. ჩვენ რეგიონში ფეხებს მოგკვეთთ”-ციტირებს ირანული მედია ჰასან როუჰანის სიტყვებს.
გენერალ ყასემ სულეიმანის ლიკვიდაცია 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტის მახლობლად, ამერიკის მიერ ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად მოხდა. აღნიშნულის საპასუხოდ, 8 იანვარს, ღამით, ერაყში არსებულ აშშ-ის რამდენიმე სამხედრო ობიექტზე სარაკეტო იერიშები განხორციელდა. კერძოდ, საუბარია ბალისტიკური რაკეტების გამოყენებაზე. მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში – აინ ალ-ასადის ბაზიდან 17 რაკეტა გაუშვეს.