საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, თურქმენეთში საქართველოს ელჩი მამუკა მურჯიკნელი, ხოლო ლიეტუვის რესპუბლიკაში ლევან ღვაჩლიანი იქნება.
განკარგულების შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფესიბუქში“ წერს:
„ხელი მოვაწერე განკარგულებას თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მამუკა მურჯიკნელის, ხოლო ლიეტუვის რესპუბლიკაში ლევან ღვაჩლიანის დანიშნვის შესახებ.
ორივე ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის და საჭიროა მათთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და დაახლოება.
წარმატებას ვუსურვებ ახლადდანიშნულ ელჩებს“,_წერს ზურაბიშვილი.