“ხელი შევუწყოთ დემოკრატიას საქართველოში” – ამ სახელწოდებით სენატორ ჯინ შაჰინის ინიციატივით, ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დებატები ჩაინიშნა.
მომხსენებლები კი იქნებიან სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები — ჯორჯ კენტი ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროდან და კარა მაკდონალდი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროდან.
როგორც კომიტეტის ვებგვერდზეა აღნიშნული, მოსმენა 23 მარტს ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ქვეკომიტეტში გაიმართება.